Accentnews.ge
ნიგერიამ „კოვაქსის“  ფარგლებში AstraZeneca-ს ვაქცინის 4 მილიონამდე დოზა მიიღო

ნიგერიამ „კოვაქსის“ ფარგლებში AstraZeneca-ს ვაქცინის 4 მილიონამდე დოზა მიიღო

02/03/2021 11:39:05 მსოფლიო

ნიგერიამ „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში AstraZeneca-ს ვაქცინის 3.92 მილიონი დოზა მიიღო.

ვაქცინა დედაქალაქ აბუჯაში დღეს ჩაიტანეს.

ნიგერია, რომლის მოსახლეობა დაახლოებით 200 მილიონს შეადგენს, დასავლეთ აფრიკის მესამე ქვეყანაა, რომელმაც პლატფორმის ფარგლებში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიიღო. განასა და კოტ-დივუარიში მოსახლეობის ვაქცინაციის პროგრამები უკვე დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. საქართველოს ვაქცინის პირველი დოზები „კოვაქსის“ პლატფორმის ფარგლებში თებერვლის ბოლოს უნდა მიეღო, თუმცა აღნიშნული დღემდე არ განხორციელებულა. კონკრეტული რიცხვი როდიდან დაიწყება ქვეყანაში ვაქცინაცია ჯერ–ჯერობით უცნობია.

როგორც პლატფორმამ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, თებერვალში კორონავირუსის ვაქცინა იმ ქვეყნებმა მიიღეს, რომლებმაც კრიტერიუმები დააკმაყოფილეს:

"ყველა მონაწილე ქვეყნის ეროვნულმა რეგულატორმა ავტორიზება უნდა მისცეს შემოსატან ვაქცინას; ასევე, ყველა მონაწილემ ვაქცინის მწარმოებლებთან უნდა გააფორმოს ზარალის ანაზღაურების კონტრაქტი, რათა კოვაქსის პლატფორმიდან დოზების მიღება შეძლოს".

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტროს აპლიკაციების შესაფერისად შევსება შეუძლია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S