Accentnews.ge
საფრანგეთის ექს–პრეზიდენტს  3–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

საფრანგეთის ექს–პრეზიდენტს  3–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

01/03/2021 13:44:35 მსოფლიო

საფრანგეთის ექს–პრეზიდენტ ნიკოლა სარკოზის 3–წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მოსამართლეებმა იგი დამნაშავედ სცნეს მოსამართლისთვის ქრთამის მიცემის მცდელობაში და თანამდებობის ბოროტად გამოყენებაში. სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარკოზი ერთ წელს შინაპატიმრობაში გაატარებს, ორი წელი კი პირობითი მსჯავრია.

ბრალდების მხარის განცხადებით, სარკოზი მაგისტრ მოსამართლე გილბერტ აზიბერტს მონაკოში პრესტიჟულ სამსახურს სთავაზობდა მის პოლიტიკურ პარტიაში სისხლის სამართლის გამოძიების შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ.

სარკოზი მის მიმართ წაყენებულ ბრალს უარყოფს.

იგი საფრანგეთის პრეზიდენტი 2007-2012 წლებში იყო. ჟაკ შირაკის შემდეგ სარკოზი რიგით მეორე ყოფილი პრეზიდენტია, რომელსაც კორუფციაში დასდეს ბრალი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S