ტრამპი საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს
01/03/2021 10:11:23 მსოფლიო
ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ფლორიდაში ამომრჩევლებთან და ჟურნალისტებთან ისაუბრა.
თეთრი სახლის ყოფილმა ლიდერმა გააკრიტიკა აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენმა პრეზიდენტობის პირველივე თვეს ქვეყანა დიდ საფრთხეში ჩააგდო:
"წარმოუდგენელი მოგზაურობა, რომელიც ოთხი წლის წინ დავიწყეთ, შორს არ არის დასასრულისგან და შეიძლება გაგრძელდეს. ჩვენ დღეს შევიკრიბეთ, რათა ვისაუბროთ მომავალზე, ჩვენი მოძრაობის, პარტიის და საყვარელი ხალხის მომავალზე. ყველამ ვიცოდით, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ცუდი იქნებოდა, მაგრამ არც ერთს არ წარმოგვედგინა ამდენი ცუდი თუ იქნებოდა და ასე შორს თუ წავიდოდნენ".


