Accentnews.ge
რა უპირატესობა აქვს Johnson & Johnson-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას

რა უპირატესობა აქვს Johnson & Johnson-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინას

01/03/2021 09:36:39 მსოფლიო

კომპანია Johnson & Johnson-ის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინა აშშ–ში მესამე დამტკიცებული ვაქცინაა Pfizer / BioNTech- ისა და Moderna- ს შემდეგ.

Johnson & Johnson-ის ვაქცინის უპირატესობა ისაა, რომ მას მხოლოდ ერთი დოზა სჭირდება და მისი შენახვა ჩვეულებრივ მაცივარშია შესაძლებელი.

როგორც კომპანიამ განაცხადა, ვაქცინა 85%-ით ეფექტიანია Covid-19-ის რთული ფორმების შემთხვევაში, ხოლო დაავადების საშუალო სირთულის ფორმებში მან 66%-ით ეფექტიანობა აჩვენა.

კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი ევროპაში 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. საქართველოში ამ დრომდე არ დაწყებულა კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ვაქცინის პირველ პარტიას ქვეყანა თებერვლის ბოლოსთვის მიიღებდა, თუმცა ამჯერად პრეპარატის შემოტანის სავარაუდო ვადად მარტის პირველი ნახევარი სახელდება. რაც შეეხება კომპანიებს, ქვეყანა პირველ ეტაპზე კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის 30 000–მდე დოზას “ფაიზერისგან" ელის, ვაქცინის უმეტეს დოზას კი – "ასტრაზენეკადან".

მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 114 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 114 726 929 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 544 053 ადამიანი იმსხვერპლა. 90 280 633 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 270 918 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 265 523 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 520 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S