ირანი: "ომანის ყურეში ისრაელის გემზე აფეთქება ჩვენ არ გაგვიხორციელებია"
01/03/2021 09:22:16 მსოფლიო
ირანი კატეგორიულად უარყოფს ისრაელის ბრალდებას, რომლის თანახმად, ამ უკანასკნელის კუთვნილ გემზე მომხდარი აფეთქების უკან თეირანი დგას.
”ჩვენ კატეგორიულად უარვყოფთ ამ ბრალდებას. სპარსეთის ყურის უსაფრთხოება ძალზე მნიშვნელოვანია ირანისთვის”,– განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს პეს–სპიკერმა საიდ ხატიბზადემ.
მანამდე, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ "ომანის ყურეში ისრაელის გემზე მომხდარი აფეთქება ირანის ოპერაციაა".
აფეთქების შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა ისრაელის კუთვნილი სატვირთო გემი დაზიანდა და აღსადგენად დუბაის პორტში შევიდა.


