Accentnews.ge
"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა მალე ჰქონდეს"

"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა მალე ჰქონდეს"

01/03/2021 07:02:00 პოლიტიკა, საზოგადოება

"ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაზე წვდომა მალე ჰქონდეს", – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან პირისპირ შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ევროპა გააგრძელებს, „კოვიდ-19“-ის პირობებში საქართველოს ძლიერი სოლიდარობა აჩვენოს.

„კოვიდ 19“-ის პირობებში ევროპამ აჩვენა და ისევ გააგრძელებს, დაანახოს საქართველოს მისი ძლიერი სოლიდარობა. ჩვენ გავაკეთეთ დაახლოებით 400 მილიონი ევროს მობილიზება, რათა მოხდეს ამ კრიზისის დაძლევა. ახლა ვაქცინაცია არის მთავარი გამოწვევა. ევროკავშირი არის მთავარი დონორი „კოვაქს“ პროგრამის, რისი წყალობითაც იმედი მაქვს, ამ ქვეყანაშიც იქნება ვაქცინების დისტრიბუცია. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს მალე ჰქონდეს დოზებზე წვდომა, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან ერთად. ევროკავშირის დახმარება უფრო დიდია და უფრო ფართო, ვიდრე „კოვიდი“. მთლიანობაში, დაახლოებით 800 მილიონის ევროს მობილიზება მოხდა სოფლის მეურნეობის სფეროებისთვის. ევროპის საინვესტიციო ბანკის მხრიდან ეს არის მნიშვნელოვანი ნაწილი ევროკავშირის დახმარებისთვის, რომლის ხელმძღვანელიც თან მახლავს ვიზიტისას, რათა უკეთ განვიხილოთ, როგორ შეიძლება, დახმარება განახორციელოს. ამ სფეროში 2007 წლიდან დაახლოებით 1,8 მილიარდი იყო ჩადებული“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი მსოფლიოში 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. საქართველოში ვაქცინის შემოტანის ზუსტი დრო ამ დრომდე უცნობია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S