Accentnews.ge
15 კარავი პარლამენტთან და გასვლითი აქცია – რას გეგმავს დღეს ოპოზიცია

15 კარავი პარლამენტთან და გასვლითი აქცია – რას გეგმავს დღეს ოპოზიცია

01/03/2021 05:09:30 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისში, პარლამენტთან ამ დროისთვის 15 კარავია გაშლილი, მათ შორის ერთ-ერთი მალხაზ მაჩალიკაშვილს ეკუთვნის.

აქციის მონაწილეების თქმით, ისინი მოთხოვნების შესრულებამდე კარვებში დარჩენას აპირებენ, ასევე, მასშტაბურ აქციებსაც აანონსებენ.

მათი ცნობით, პირველი გასვლითი აქცია დღეს, 12:00 საათზე ყოფილი პრემიერ–მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სასახლესთან გაიმართება.

აქცია

პროტესტი პარლამენტთან 26 თებრვლის შემდეგ გრძელდება. ოპოზიციამ საკანონმდებლო ორგანოსთან გმართულ აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა წარადგინა:

  • პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება;
  • ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.

ამასთან, ოპოზიციამ უახლოესი დღეების გეგმები განასაჯაროვა:

  • 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირება
  • 5 მარტს კანცელარიის შენობის პიკეტირება
  • 9 მარტს აქცია შსს–სთან
  • 11 მარტს აქციას სასამართლოსთან
  • 13 მარტს აქცია პარლამენტთან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S