Bloomberg: კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციით უკვე 232 მილიონამდე ადამიანი აიცრა
28/02/2021 08:47:53 მსოფლიო
Bloomberg-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 103 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის 232 მილიონამდე ადამიანი აიცრა: ვაქცინაცია ყოველდღიურად საშუალოდ, 6.1 მილიონამდე ადამიანს უტარდება, ყველაზე მეტი - 70.4 მილიონი ვაქცინა აშშ-ში გაკეთდა.
მე-2 ადგილზე ჩინეთია, 40.5 მილიონი ვაქცინირებულით. ყველაზე სწრაფი ტემპით მოსახლეობის ვაქცინაცია ისრაელში მიმდინარეობს, სადაც უკვე 7.9 მილიონი ადამიანი აიცრა, რაც ყოველ 100 მოსახლეზე 87 ვაქცინირებულს ნიშნავს.
რაც შეეხება საქართველოს, ვაქცინის შემოტანა თებერვლისთვის იყო დაანონსებული, თუმცა პროცესი გადაიდო.
ბოლო 24 საათში მსოფლიოს მასშტაბით, 400 000 ახალი ინფიცირების შემთხვევაა გამოვლენილი, COVID-19-ით დაიღუპა კიდევ 8 000 პაციენტი.


