Accentnews.ge
"ყირიმი უკრაინაა, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს"

"ყირიმი უკრაინაა, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს"

27/02/2021 06:57:33 მსოფლიო

"ყირიმი უკრაინაა, გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს", – ასე ეხმიანება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ყირიმის ანექსიის 7 წლისთავს.

"კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე შეერთებული შტატები უკრაინისა და მისი მოკავშირეების, პარტნიორების გვერდით დგას. ამ მწუხარე წლისთავზე ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მარტივ ჭეშმარიტებას: ყირიმი არის უკრაინა. შეერთებული შტატები არ სცნობს და არც არასდროს აღიარებს ანექსირებულ ყირიმს რუსეთის ნაწილად და ჩვენ ვიქნებით უკრაინის გვერდით რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას, რომ რუსეთმა პასუხი აგოს უკრაინაში მომხდარი აგრესიის გამო ", - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S