Accentnews.ge
რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეიდან სამშობლოში დრეზინით დაბრუნდნენ (ვიდეო)

რუსი დიპლომატები ჩრდილოეთ კორეიდან სამშობლოში დრეზინით დაბრუნდნენ (ვიდეო)

26/02/2021 14:18:45 მსოფლიო

ჩრდილოეთ კორეაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი რუსი დიპლომატები სამშობლოში დრეზინით დაბრუნდნენ [რკინიგზის პატარა ვაგონი; ურიკა].

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, ჩრდილოეთ კორეაში რუსეთის საელჩოს 8 წარმომადგენელი ოჯახის წევრებთან ერთად რუსეთში 25 თებერვალს დაბრუნდა.

„რადგან უკვე წელიწადზე მეტია, რაც საზღვრები ჩაიკეტა, ხოლო სამგზავრო მიმოსვლა შეწყდა, სახლში დაბრუნება მათ სხვა, რთული და გრძელი გზით მოუხდათ. მათ ჯერ 32 საათი მატარებელით, შემდეგ ორი საათი ავტობუსით იმგზავრეს, ხოლო საზღვრზე საფეხმავლო გასასვლელი რუსულ საზღვარზე ფეზით გაიარეს. ამისთვის საჭირო იყო ურიკის მოწყობა, მისი რელსებზე დაყენება, მასზე ნივთების დალაგება და მასზე ბავშვების დასმა", - ნათქვამია უწყების განცხადებაში. მისივე ცნობით, ურიკის ყველაზე პატარა მგზავრი 3 წლის ბავშვი იყო.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S