Accentnews.ge
პარლამენტთან პოლიტიკოსთა გამოსვლები დასრულდა, პროტესტი გრძელდება: "ლოქდაუნის" დარღვევა და დაუმორჩილებლობა ​დღესაც იქნება"

პარლამენტთან პოლიტიკოსთა გამოსვლები დასრულდა, პროტესტი გრძელდება: "ლოქდაუნის" დარღვევა და დაუმორჩილებლობა ​დღესაც იქნება"

26/02/2021 12:00:49 პოლიტიკა, საზოგადოება

თბილისში პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე პოლიტიკოსთა გამოსვლები დასრულდა, თუმცა ადგილზე რჩებიან ოპოზიციური პარტიების წევრები, მხარდამჭერები და აქტივისტები.

როგორც ენმ–ის ერთ–ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, ადგილზე გაშლილია კარვები და ვისაც სურვილი ექნება, მათ შეეძლებათ აქ მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ.

"დღესაც იქნება "ლოქდაუნის" დარღვევა,. იქნება დაუმორჩილებლობა მანამ, სანამ ჩვენი სამივე მოთხოვნა – ნიკა მელისა და გიორგი რურუას გათავისუფლება, პოლიტპატიმრების გათავისუფლება და ხელახალი არჩევნები არ დაკმაყოფილდება. ამ სამივე მოთხოვნის დაკმაყოფილება იქნება მშვიდობიანი გამარჯვება რუსულ რეჟიმზე", – აცხადებს სამოქალაქო აქტივისტი ნიკოლოზ ფარულავა.

ცნობისთვის: თბილისში, პარლამენტის შენობის წინ დღეს საპროტესტო აქცია იმართება.

ოპოზიციამ აქციაზე ორი მთავარი მოთხოვნა წარადგინა:

  • პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლება;
  • ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშნვა იმ სისტემით და წესებით, რაც მოლაპარაკებისას საერთო ოპოზიციურ წინადადებებშია ასახული.

ამასთან, ოპოზიციამ უახლოესი დღეების გეგმები განასაჯაროვა:

  • 2 მარტს პარლამენტის შენობის პიკეტირება
  • 5 მარტს კანცელარიის შენობის პიკეტირება
  • 9 მარტს აქცია შსს–სთან
  • 11 მარტს აქციას სასამართლოსთან
  • 13 მარტს აქცია პარლამენტთან

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S