Accentnews.ge
ნიუ–იორკში Covid-19-ის კიდევ ერთი ახალი მუტირებული სახეობა აღმოაჩინეს

ნიუ–იორკში Covid-19-ის კიდევ ერთი ახალი მუტირებული სახეობა აღმოაჩინეს

26/02/2021 08:11:29 მსოფლიო

ნიუ–იორკში ​ Covid-19-ის კიდევ ერთი ახალი მუტირებული სახეობა აღმოაჩინეს.

კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის მკვლევარების თქმით, შემაშფოთებელი ფაქტი არის ის, რომ ახალი შტამი სახელწოდებით B.1.526. შეიცავს ისეთ მუტაციებს, როგორიც სამხრეთ აფრიკაში აღმოჩენილ კორონავირუსის ახალ სახეობაში ფიქსირდება.

ამერიკელი მკვლევარების თქმით, ჯერ–ჯერობით მხოლოდ ნიუ–იორკშია დაფიქსირებული.

შეგახსენებთ, რომ Covid-19-ის სამხრეთ აფრიკული სახეობით შესაძლებელია დაინფიცირდეს ის ადამიანი, რომელმაც Covid-19 ერთხელ უკვე გადაიტანა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 109 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 109 677 179 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 418 815 ადამიანი იმსხვერპლა. 84 216 997 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 265 722 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 258 732 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 363 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S