Pfizer კოვიდ–საწინააღდეგო ვაქცინის გამოცდას 5 და 12 წლამდე ასაკის მოზარდებში იწყებს
26/02/2021 07:30:40 მსოფლიო
Pfizer–ის განცხადებით, კომპანია კოვიდ–საწინააღდეგო ვაქცინის გამოცდას 5 და 12 წლამდე ასაკის მოზარდებში იწყებს.
როგორც Pfizer–ის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბოურლამ განაცხადა, კვლევის შედეგები წლის ბოლომდე გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, Pfizer–მა ვაქცინის გამოცდა 12–დან 16 წლამდე მოზარდებში 2021 წლის იანვარში დაასრულა და შედეგები რამდენიმე თვეში გამოცხადდება.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 113 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 113 550 202 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 519 328 ადამიანი იმსხვერპლა. 89 134 277 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 269 800 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 263 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3475 გარდაიცვალა.


