Accentnews.ge
ბაიდენმა საიმიგრაციო ვიზების შეჩერების თაობაზე ტრამპის ბრძანება გააუქმა

ბაიდენმა საიმიგრაციო ვიზების შეჩერების თაობაზე ტრამპის ბრძანება გააუქმა

26/02/2021 07:12:27 მსოფლიო

აშშ–ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა საიმიგრაციო ვიზების შეჩერების თაობაზე ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება გააუქმა

ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ტრამპის განკარგულებამ გამოიწვია საიმიგრაციო ვიზების მიღების შეფერხება და მრავალი ოჯახი დაშორდა ერთმანეთს.

ტრამპმა შესაბამისი განკარგულება 2020 წლის აპრილში გამოსცა. მისი მოქმედების პერიოდში მაღალი კვალიფიკაციის უცხოელი და სეზონური მუშახელისთვის ქვეყანაში შესვლა აკრძალული იყო. გამონაკლისს წარმოადგენდნენ პანდემიის მართვაში ჩართული პირები, ასევე ის ადამიანები, რომელთა საქმიანობა ეროვნული ინტერესებს უკავშირდებოდა. ექს–პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილების მიზეზად ამერიკელებისთვის სამუშაო ადგილების დაცვას ასახელებდა.

ცნობისთვის: თებერვლის დასაწყისში ბაიდენმა საიმიგრაციო პოლიტიკის თაობაზე მისი წინამორბედის მიერ მიღებული სამი აღმასრულებელი ბრძანება გააუქმა. საუბარია ლეგალურ იმიგრაციაზე, რეგიონულ მიგრაციასა და მექსიკის საზღვარზე ოჯახების გაერთიანებაზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S