Accentnews.ge
ელისაბედ მეორე: "კორონავირუსზე აცრა საერთოდ არ არის მტკივნეული და ვაქცინის გაკეთებისთანავე თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ დაცული ხართ"

ელისაბედ მეორე: "კორონავირუსზე აცრა საერთოდ არ არის მტკივნეული და ვაქცინის გაკეთებისთანავე თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ დაცული ხართ"

26/02/2021 06:04:03 მსოფლიო

დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე აცხადებს, რომ "კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებისთანავე ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ არის დაცული".

"მე ბევრი წერილი მივიღე ხალხისგან, რომლებიც გაოცებულნი იყვნენ, თუ რამდენად ადვილად ხდება ვაქცინის გაკეთება. იცით, ეს საერთოდ არ არის მტკივნეული. ვაქცინის გაკეთებისთანავე, თქვენ გაქვთ შეგრძნება, რომ დაცული ხართ, რაც, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია. - აღნიშნა დედოფალმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან ონლაინ–შეხვედრის დროს.

94 წლის დედოფალს ვაქცინის პირველი დოზა გასულ თვეში გაუკეთეს. მასთან ერთად აიცრა მისი 99 წლის მეუღლე პრინცი ფილიპე.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 113 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 113 550 202 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 519 328 ადამიანი იმსხვერპლა. 89 134 277 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ქვეყანაში საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 269 800 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 263 727 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3475 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S