"ყველა თანხმდა, რომ ევროპაში მოგზაურობისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი ციფრული სერთიფიკატი გვჭირდება"
26/02/2021 05:02:02 მსოფლიო
"ყველა თანხმდა, რომ ევროპაში მოგზაურობისთვის კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის დამადასტურებელი ციფრული სერთიფიკატი გვჭირდება", – განაცხადა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა.
მისივე თქმით, "ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატები ხელმისაწვდომი სავარაუდოდ, ზაფხულამდე გახდება.
"ევროკომისიას დაახლოებით სამი თვე სჭირდება ტექნიკური საკითხების შესათანხმებლად“, - აღნიშნა ანგელა მერკელმა და დასძინა, რომ სერთიფიკატების შექმნა არ ნიშნავს, რომ ევროპაში მოგზაურობის უფლება მხოლოდ ამ სერთიფიკატების მფლობელებს ექნებათ.
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 113 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 113 550 202 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 519 328 ადამიანი იმსხვერპლა. 89 134 277 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.


