Accentnews.ge
ნიუ-იორკელმა პროკურორებმა ტრამპის საგადასახადო მონაცემები მოიპოვეს

ნიუ-იორკელმა პროკურორებმა ტრამპის საგადასახადო მონაცემები მოიპოვეს

25/02/2021 20:15:57 მსოფლიო

18–თვიანი ძალისხმევის შემდეგ ნიუ-იორკის შტატის პროკურორებმა ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის საგადასახადო მონაცემები მოიპოვეს.

დღეს მანჰეტენის ოლქის პროკურორის ოფისმა დაადასტურა დოკუმენტების მიღება, რომელიც 8 წლის განმავლობაში საგადასხადო მონაცემებს შეიცავს. აღნიშნულს წინ უზენაესმა სასამართლოს 22 თებერვლის განჩინება უძღოდა, რომლითაც ყოფილი პრეზიდენტის მცდელობა, დაბლოკილიყო დოკუმენტების გადაცემის პროცესი უარყოფილი იქნა.

ამ დოკუმენტებს მსაჯულთა სასამართლოს გრიფი "საიდუმლო" ეხება და მათ სავარაუდოდ, საჯაროდ არ გამოაქვეყნებენ. გავრცელებული ინფორმაციით, პროკურორი იძიებს ეჭვებს, რომ ტრამპი ან მისი ბიზნესები, სესხების მომგებიანი პირობების მოპოვებას, ან გადასახადების შემცირებას ცდილობდნენ.

2020 წელს "The New York Times "-მა ტრამპის გადასახადების რამდენიმე წლის მონაცემები მოიპოვა და დაწერა, რომ 2017 წელს მოგების ფედერალური გადასახადის სახით მან მხოლოდ 750 დოლარი გადაიხადა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S