"კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! დაისაჯონ დამნაშავეები!"
25/02/2021 17:40:54 პოლიტიკა, საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა.
“კატეგორიულად მიუღებელია ნებისმიერი ფორმისა და სახის ძალადობა! ძალადობა, არსებული დაპირისპირებისა და პოლარიზაციის ფონზე კიდევ უფრო დაუშვებელია და მას არანაირი გამართლება არ აქვს! მივმართავ სამართალდამცავ ორგანოებს, სწრაფად გამოიძიონ ფაქტი და დაისაჯონ დამნაშავეები, რათა არ იქნეს წახალისებული ძალადობა“, - წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის: 25 თებერვალს ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.


