Accentnews.ge
"ვგმობ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო მედიის წარმომადგენლების მიმართ. დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს"

"ვგმობ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო მედიის წარმომადგენლების მიმართ. დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს"

25/02/2021 14:29:43 პოლიტიკა, საზოგადოება

პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას ეხმიანება და აცხადებს, რომ "დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს"

„მსურს გამოვეხმაურო ჟურნალისტ ვახო სანაიაზე და მის ოჯახზე განხორციელებულ თავდასხმას. ერთმნიშვნელოვნად ვგმობ ყოველგვარ ძალადობას ნებისმიერი მოქალაქის, მით უფრო, მედიის წარმომადგენლების მიმართ. მადლობას ვუხდი შსს-ს თავდამსხმელების ოპერატიულად დაკავებისთვის. გარწმუნებთ, სახელმწიფოს მხრიდან პასუხი იქნება ადეკვატური და დამნაშავეები კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს", - წერს პრემიერი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: "ფორმულას" ტელეწამყვანს ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.

იხილეთ ასევე: მმართველი გუნდის რეაქცია ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმაზე

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S