"არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა"
25/02/2021 13:00:24 პოლიტიკა, საზოგადოება
დეპუტატი "ქართული ოცნებიდან" მაკა ბოჭორიშვილი მიიჩნევს, რომ ჟურნალისტ ვახო სანაიაზე ძალადობის საქმე სამართალდამცავებმა უნდა გამოიძიონ.
მან მომხდარს შემაშფოთებელი უწოდა, თუმცა შემდეგი დასძინა:
"ნუ დავინახავთ ამ რაღაც კონკრეტულ ფაქტებს კონტექსტიდან ამოგლეჯილად. ზოგადად, სიძულვილის ენა არ აკლია ამ ქვეყანას და ძალიან სამწუხაროა, რომ ვართ ამ რეჟიმში, როდესაც ვეჯიბრებით ერთმანეთს, ვინ უფრო მეტ სიძულვილს გადმოაფრქვევს. არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა".
არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებმაც ვახო სანაიას საქმესთან დაკავშირებით გაავრცელეს განცხადება, ჟურნალისტზე თავდასხმას სწორედ ხელისუფლების რიტორიკას უკავშირებენ.
ცნობისთვის: ტელეკომპანია "ფორმულას" ტელეწამყვანს ვახო სანაიასა და მისი ცოლის ნათესავს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს. ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.
იხილეთ ასევე: მმართველი გუნდის რეაქცია ჟურნალისტზე განხორციელებულ თავდასხმაზე


