ფაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად ერევანში მსვლელობას მართავს
25/02/2021 11:32:29 მსოფლიო
სომხეთის პრემიერ–მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მხარდამჭერებთან ერთად მსვლელობას მართავს.
დღეს სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა ნიკოლ ფაშინიანისა და მისი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით განცხადება გაავრცელა. ფაშინიანმა ეს ნაბიჯი სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა, თანამდებობიდან გაათავისუფლა გენშტაბის უფროსის მოადგილე, გენერალი ტირან ხაჩატრიანი და მომხრეებს „რესპუბლიკურ მოედანზე“ შეკრებისკენ მოუწოდა.
ხაჩატრიანმა თანამდებობიდან გათავისუფლებამდე ფაშინიანი გუშინდელი განცხადების გამო გააკრიტიკა, რომლის თანახმად, "ისკანდერები" რომლებიც რუსეთისგან იყო შესყიდული, ბრძოლისუუნარო აღმოჩნდა".
სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ფაშინიანმა გენერალური შტაბის უფროსის ონიკ გასპარიანის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებაც მიიღო.


