პესკოვი: კრემლი შეშფოთებულია სომხეთში არსებული ვითარებით
25/02/2021 09:41:42 მსოფლიო
კრემლი შეშფოთებით ადევნებს თვალს სომხეთში მიმდინარე მოვლენებს,– ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.
მისი თქმით, ჯერ–ჯერობით ერევანთან კომუნიკაცია არ ყოფილა, თუმცა სიმშვიდისკენ ყველა მხარეს მოუწოდებს.
გან გამოთქვა რწმენა, რომ ვითარება კონსტიტუციურ ჩარჩოში დარჩება.
სომხეთის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა პრემიერ-მინისტრის გადადგომა მას შემდეგ მოითხოვა, რაც 24 თებერვალს, ფაშინიანის ინიციატივით, თანამდებობიდან გაათაისუფლეს შტაბის უფროსის მოადგილე – გენერალი ხაჩატრიანი.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სამხედრო გადატრიალების მცდელობად შეაფასა მისი გადადგომის შესახებ ქვეყნის არმიის მოთხოვნა.
ფაშინიანი "ფეისბუქზე" წერს, რომ მხარდამჭერებს იწვევს ერევნის რესპუბლიკის მოედანზე.


