ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათების ვადა გახანგრძლივდა
25/02/2021 07:13:06 პოლიტიკა, საზოგადოება
ავტოიმპორტიორებისთვის დაწესებული შეღავათების ვადა 1 ივნისამდე გახანგრძლივდა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის 1 მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა 1 მარტიდან 1 ივნისამდე გადაიწევს.
"მოგეხსენებათ, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე 2019 წლის პირველი ოქტომბრიდან 2020 წლის პირველ მაისამდე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებზე განბაჟების ვადა გადავადებული იყო ამა წლის პირველ მარტამდე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული თარიღი გადავწიოთ პირველ ივნისამდე.ეს შეღავათი ავტოსატრანსპორტო საშუალებების დაახლოებით 19 000 მფლობელს შეეხება. ამნიშვნელოვანია, რომ ამ მფლობელებს ასევე ჩამოეწერაბთ საურავები და ვფიქრიბ, ეს გადაწყვეტიება ხელს შეუწყობს სექტორის განვითარებას და პოსტპანდემიურ პიორბებში დაეხმარება არნიშნულ სფეროს რომ სწრაფად აღდგეს და დაუბრუნდეს იმ მაჩვენებლებს, რომელიც იყო ბოლო წლებში“, – განაცადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


