Accentnews.ge
აშშ–ში საგანგებო მდგომარეობა გაურკვეველი დროით გახანგრძლივდა

აშშ–ში საგანგებო მდგომარეობა გაურკვეველი დროით გახანგრძლივდა

25/02/2021 05:39:22 მსოფლიო

აშშ–ში საგანგებო მდგომარეობა გაურკვეველი დროით გახანგრძლივდა.

„პანდემია გრძელდება. ის სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანდაცვასა და ქვეყნის უსაფრთხოებას. ამ მიზეზით საგანგებო რეჟიმის მოქმედება 2021 წლის პირველი მარტის შემდეგაც გაგრძელდება. როდემდე გაგრძელდება ეს რეჟიმი, უცნობია. როგორც აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, აშშ-ში Covid-19-ს 500 000 ადამიანი ემსხვერპლა, ამიტომ აუცილებელია დაავადებასთან ბრძოლის გაგრძელება და ამაში უნდა იყოს ჩართული ყველა ფედერალური უწყება“, – აღნიშნულია თეთრი სახლის განცხადებაში.

ბოლო ოფიციალური მონაცემებით, აშშ-ში კოვიდ–ინფიცირების დაახლოებით, 28 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 503 000–ზე მეტი ადამიანი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S