Accentnews.ge
გერმანიასა და ბელგიაში 23 ტონა „კოკაინი“ ამოიღეს

გერმანიასა და ბელგიაში 23 ტონა „კოკაინი“ ამოიღეს

25/02/2021 05:35:39 მსოფლიო

გერმანიასა და ბელგიაში 23 ტონა „კოკაინი“ ამოიღეს, რომელიც ჰოლანდიაში გასაგზავნად იყო გამზადებული.

მებაჟეებმა 16 ტონა „კოკაინი“ ჰამბურგის პორტში, პარაგვაიდან ჩატანილ ტვირთში აღმოაჩინეს. 7.2 ტონა კი ბელგიაში, ანტვერპენის პორტში.

„ეს არის კოკაინის ყველაზე დიდი ოდენობა, რაც ევროპაში ოდესმე ამოუღიათ და მსოფლიოში ამოღებული ერთ-ერთი დიდი ოდენობა,“ - აცხადებენ გერმანიის საბაჟო სამსახურში.

ჰამბურგის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელის განცხადებით 16 ტონა „კოკაინის“ ფასი დაახლოებით 1.5-3.5 მილიარდი ევროა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S