ზაქარეიშვილი: „ქართულმა ოცნებამ“ სანქციები დაიმსახურა“

24-02-2021 19:04:54 პოლიტიკა

კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი მიიჩნევს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სანქციები დაიმსახურა:

„მკაფიოდ მომხრე ვარ, რომ სანქციები იყოს, მაგრამ არა სახელმწიფოს, კონკრეტული ჩინოვნიკების წინააღმდეგ. „ქართულმა ოცნებამ“ ეს დაიმსახურა“.

ამ კონტაქსტში მან დეპუტატები ახსენა „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც ირწმუნებიან, რომ ახალი პრემიერ–მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის გამოსვლაში თანამდებობაზე დამტკიცებისას, პოლარიზაციის გარღრმავებისკენ მიმართული განცხადებები არ მოუსმენიათ.

„ამ დროს ღარიბაშვილის მთლიანი გამოსვლა სწორედ განხეთქილება იყო“,– ამბობს ზაქარეიშვილი.

ზაქარეიშვილი ამბობს, რომ მისთვის მიუღებელია ენმ, მაგრამ ასევე მიუღებელია აგრესიული რიტორიკა:

„ან აკრძალე პარტია და ვახოთ, რას მიიღებ, ხოლო თუ შემოყვანილი გყავს პოლიტიკურ თამაშში, მაშინ მიიღე როგორც ოპოზიცია“.

საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის კონტექსტში მან აშშ–ში, კაპიტოლიუმზე შტურმი და იმპიჩმენტის პროცესი გაიხსენა: აღნიშნა, რომ აშშ–ში პროცესი ორიოდ თვეში ჩატარდა და მიუხედავად ტრამპის მიმართ დამოკიდებულებისა, პოლარიზაციის თავიდან ასაცილებლად, პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილებები მიღებული. საქართველოში კი, მით უფრო, რომ ნიკა მელიას კონტექსტში სახელისუფლებო გუნდი ხშირად ახსენებს კაპიტოლიუმზე შტურმს, ორი წლის განმავლობაში სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა არ დაწყებულა, ამასობაში მელიას სადეპუტატო იმუნიტეტი „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად ორჯერ მოუხსნა ისე, რომ არც ერთ დეპუტატს არ გასჩენია კითხვა, შეიყვანს თუ არა ეს გადაწყვეტილება ქვეყანას კრიზისში.

„იმდენად მონები არიან... ტელევიზორი მაინც ჩართე, ნახე ტრამპს როგორ ელაპარაკებიან და როგორ მიიღეს გადაწყვეტილება. ტელევიზორის ყურებაც არ უნდათ!“,– განაცხადა ზაქარეიშვილმა „ტვ პირველის“ ეთერში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები