Accentnews.ge
ოსლოს მერი საკუთარი ხელფასის შემცირებას მოითხოვს

ოსლოს მერი საკუთარი ხელფასის შემცირებას მოითხოვს

24/02/2021 14:58:03 მსოფლიო

ნორვეგიის დედაქალაქის ოსლოს მერი მარიან ბორგენი საკუთარი ხელფასის შემცირებას მოითხოვს, - იუწყება Norway Today.

მისივე ცნობით, ბორგენი მიიჩნევს, რომ მაღალ თანამდებობაზე მყოფი პოლიტიკოსების ანაზღაურება საკმაოდ დიდია და ანაზღაურების ახალ სისტემაზე გადასვლის ინიციატივით გამოდის.

"ჩემი ხელფასი ძალიან მაღალია, შემცირება ძალიან კარგი იქნებოდა", - განაცხადა ბორგენმა.

ოსლოს მერი ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი პოლიტიკოსია. მისი წლიური ხელფასი 1.4 მილიონ ნორვეგიული კრონია (დღევანდელი ოფიციალური კურსით, 165 461 ლარი).

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S