მიქსერი და კალიურანდი: "პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება კრიზისის დაძლევის გზა არ არის"

24-02-2021 16:41:51 პოლიტიკა

ევროპარლამენტის წევრები, საქართველოს-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის თანათავმჯდომარე მარინა კალიურანდი და ევროპარლამენტის მომხსენებელი საქართველოს საკითხზე სვენ მიქსერი საქართველოში მიმდინარე მოვლენებს ერთობლივი განცხადებით ეხმიანებიან და აცხადებენ, რომ "პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება კრიზისის დაძლევის გზა არ არის".

„მოვუწოდებთ მმართველ პარტიას, საქართველოს მთავრობას და ყველა ოპოზიციურ ჯგუფს, დაუყოვნებლივ გადადგან საჭირო ნაბიჯები, რომელიც პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციისთვის არის საჭირო, რათა გადაჭრან პოლიტიკური კრიზისი, რომელიც „გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის დაკავების შემდეგ კიდევ უფრო გაუარესდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ არ ვეთანხმებით ოპოზიციის ნაწილის არაკონსტრუქციულ და პროვოკაციულ ტაქტიკას, პროვოკაციებზე საპასუხოდ უდიდესი ოპოზიციური პარტიის სათავო ოფისში შეჭრა და მათი ლიდერის დაკავება სარგებლის მომტანი არანაირად არაა და არ წარმოადგენს კრიზისის დაძლევის გზას. ერთადერთი გზა, რომლითაც საქართველო შეძლებს ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლას ისე, რომ ქვეყნის ევრო-ატლანტიკური მისწრაფებები საფრთხის წინაშე არ დადგეს, არის ის, რომ ყველა მხარემ თავი შეიკავოს რიტორიკისა და ქმედებებისგან, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს და კვლავ ჩაერთოს დიალოგში”, — ნათქვამია ევროპარლამენტარების განცხადებაში.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები