ოპოზიცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონით მსვლელობას მართავს

24-02-2021 15:12:17 პოლიტიკა ,საზოგადოება

ოპოზიცია ნიკა მელიას მხარდასაჭერად რესპუბლიკის მოედნიდან რუსთავის ციხემდე ავტოკოლონით მსვლელობას მართავს. ენმ-ის წევრმა, ზაალ უდუმაშვილმა განაცხადა, რომ უშუალოდ რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან მივლენ, სადაც ნიკა მელიაა მოთავსებული.

„მივალთ რუსთავის ციხესთან, სადაც ბიძინა ივანიშვილს ჩვენი პარტიის ლიდერი უკანონოდ ჰყავს დაპატიმრებული. ათეულობით მანქანისგან შემდგარი კოლონა სიგნალებით წავა რუსთავში და იქ შეძახილებით სოლიდარობას და მხარდაჭერას გამოვუცხადებთ ჩვენს მეგობარს, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე გათავისუფლდება და პოლიტიკურ ბრძოლაში კვლავ ჩაებმება". - განაცხადა უდუმაშვილმა.

ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელია 23 თებერვლის დილით დააკავეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები