თურნავა – საერთაშორისო გამოხმაურებაზე: "რასაც მათგან ვისმენთ აქ არის საუბარი მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს"

24-02-2021 15:15:41 პოლიტიკა

ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ენმ–ის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების საქმეზე საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურებაში საუბარია მხოლოდ იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს.

„დასავლეთიდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორების, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოების ნებისმიერი გაფრთხილება, ნებისმიერი რჩევა ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, თუმცა, რასაც ჩვენ ვისმენთ მათგან, აქ არის მხოლოდ და მხოლოდ საუბარი იმაზე, რომ კანონი უნდა კანონობდეს, კონსტიტუცია უნდა დავიცვათ ყველამ. კანონმდებლობა უნდა სრულდებოდეს. ჩვენც აქ ერთიანები ვართ“, - განაცხადა თურნავამ მედიის წარმომადგენლების დასმული კითხვის საოპასუხოდ.

ცნობისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას დაკავების შემდეგ საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან კრიტიკული შეფასებები კეთდება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები