კლუგე ვარაუდობს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს დასრულდება

24-02-2021 11:38:30 მსოფლიო

ჯანმოს ევროპული ბიუროს ხელმძღვანელი ჰანს კლუგე ვარაუდობს, რომ „კოვიდ-19“-ის პანდემია 2022 წელს დასრულდება.

მისივე თქმით, ახლა მეტი ცოდნაა დაგროვილი ვირუსთან დაკავშირებით, ვიდრე მისი გავრცელებისას იყო.

„ყველზე ცუდი სნეარი უკან მოვიტოვეთ: ახლა უფრო მეტი ვიცით კორონავირუსის შესახებ, ვიდრე 2020 წელს, როდესაც ის იწყებდა გავრცელებას“, – განაცხადა კლუგემ.

მისი აზრით, მოვლენათა შესაძლო განვითარების სცენარის მიხედვით, ვირუსი გააგრძელებს ცირკულაციას, მაგრამ შეზღუდვები აღარ იქნება საჭირო.

რაც შეეხება ვირუსის მუტაციას და ახალ შტამებს, „ნორმალური მოვლენაა და საჭირო შემთხვევაში შესაძლებელი იქნება ვაქცინების მოდიფიცირება“.

ბოლო მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ მსოფლიოში 112 მილიონს გადააჭარბა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები