Accentnews.ge
მდინარაძე – მწვავე საერთაშორისო კრიტიკაზე: „ძალიან კრიტიკული განცხადებაა, მაგრამ შევეცდებით, დავარწმუნოთ“

მდინარაძე – მწვავე საერთაშორისო კრიტიკაზე: „ძალიან კრიტიკული განცხადებაა, მაგრამ შევეცდებით, დავარწმუნოთ“

23/02/2021 10:54:14 პოლიტიკა

ენმ–ის სათაო ოფისში სპეცრაზმის შტურმს და პარტიის თავმჯდომარის ხელმძღვანელის დაკავებაზე მწვავე საერთაშორისო რეაქციას“ქართული ოცნების“ ერთ–ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ეხმიანება და ამბობს, რომ სახელისუფლებო გუნდი მათთან კომუნიკაციას შეეცდება.

„არაგულწრფელი უნდა ვიყო, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არ ვიგრძნოთ პასუხისმგებლობა ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ეს არის კრიტიკული, ძალიან კრიტიკული განცხადება, მაგრამ შევეცდებით, ჩვენი საერთაშორისო ყველა პარტნიორი დავარწმუნოთ სიმართლეში. აქ არის ერთი მთავარი ამბავი, აქ არის სიმართლე, რომ ადამიანმა თავად თქვა კანონის შესრულებაზე უარი. ეს არის ყველაზე მთავარი. კანონის აღსრულებისა და ამის პოზიტიურად გადაწყვეტის გზა არ შეიძლება, იყოს დამაზიანებელი ქვეყნისთვის. ჩვენ თუ სახელმწიფო არ გვექნა, ვერც პარტნიორს დაველაპარაკებით, ვერც ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მცდელობა ვერ გვექნება შესვლის და ვერც შევალთ ვერსად, თუ სახელმწიფო არ იქნა. სახელმწიფო და ქვეყანა უნდა შევდგეთ თუ არც ქვეყანა შედგა და არც სახელმწიფო, ვერსად ვერ შევალთ.

როდესაც ხარ არჩევანის წინაშე, სახელმწიფო გექნება თუ არ გექნება და შენს სახელმწიფოს მწვავედ გააკრიტიკებენ თუ არა, უნდა თქვა, რომ სახელმწიფო უნდა გვქონდეს ჯერ, მერე კრიტიკასაც გავუძლოთ და მერე იმ გზაზეც უნდა ვიაროთ, რასაც ჩვენს ევროპულ ოჯახში დაბრუნება ჰქვია. თუ სახელმწიფო არ გექნება და ნიკა მელია ერთი თავისი განცხადებით და კანონიდან გასვლით ჩამოგიშლის ამ სახელმწიფოს, ვერც ევროპაზე იფიქრებ და ვერც ნატო-ზე. ეს არის მარტივი პოსტულატი.

თუ არ გექნა სახელმწიფო, გინდა კრიტიკას დაექვემდებარე, გინდა არ დაექვემდებარო; გინდა, იზრუნე ევროპაში შესვლაზე, ქვეყნის დაბრუნებაზე ევროპულ ოჯახში ან ნატო-ში შესვლაზე, გინდა არ იზრუნო“, – აცხადებს მამუკა მდინარაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S