კონგოში იტალიის ელჩი მოკლეს

22-02-2021 20:53:08 მსოფლიო

იტალიის ელჩი კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში, მისი მცველი და „სურსათის მსოფლიო პროგრამის“ მძღოლი ქვეყნის აღმოავლეთ ნაწილში შეიარაღებული თავდასხმისას მოკლეს.

იტალიის მთავრობის ცნობით, თავდამსხმელებმა მკვლელობამდე ელჩის – 43 წლის ლუკა ატანასიოს, მასთან ერთად იტალიის სამხედრო პოლიციელის – ვიტორიო იაკოვაჩის და კონგოელი მძღოლის გატაცება სცადეს.

„დიდან შევშფოთდი და უდიდესი ტკივილით შევიტყვე კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ჩვენი ელჩის და კარაბინერი ჯარისკაცის სიკვდილის შესახებ“, განაცხადა იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ.

„ქვეყნის სამსახურში მყოფი ორი ადამიანი სასტიკად ჩამოგვაშორეს მათი მოვალეობის შესრულების დროს“, თქვა მინისტრმა.

გაერო–ს ცნობით, მოკლული მძღოლი „მსოფლიო სასურსათო პროგრამაში“ მუშაობდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები