აშშ–ში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 500 000–ს მიუახლოვდა

22-02-2021 10:33:35 მსოფლიო

აშშ–ში Covid-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა 500 000–ს მიუახლოვდა. პრეზიდენტი ჯო ბაიდენი დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად თეთრ სახლში გამართულ სპეციალურ ღონისძიებას დაესწრება, რომელიც წუთიერი დუმილით დაიწყება.

მსოფლიოში Covid-19-მა ყველაზე მეტი - 498 883 ადამიანი აშშ–ში იმსხვერპლა.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 111 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 111 962 912 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 478 173 ადამიანი იმსხვერპლა. 87 331 761 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები