"რუსეთმა შესაძლოა, რამდენიმე კვირაში იხილოს აშშ-ის პასუხი"

22-02-2021 00:12:57 მსოფლიო

უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩევლის ჯეიკ სალივანის განცხადებით, აშშ რამდენიმე "კვირაში, და არა თვეში" გასცემს პასუხს სავარაუდოდ რუსეთის კიბერთავდასხმას, რომელიც დეკემბერში აღმოაჩინეს და რომლის სამიზნეც აშშ-ის მთავრობა და სხვა მნიშვნელოვანი ინსტიტუტები იყო.

ტელეკომპანია CBS-სთვის მიცემულ ინტერვიუში სალივანი ამბობს, რომ აშშ-ის პასუხი სავარაუდოდ, მოიცავს "უკვე ნანახი და ჯერ არ ნანახი საშუალებების ნაზავს", და "ეს არ იქნება უბრალოდ სანქციები".

"ამაზე მუშაობის პროცესში ვართ და ისე ვიზამთ, რომ რუსეთმა გაიგოს სად ავლებს აშშ ხაზს ამგვარ მოქმედებებში" - თქვა სალივანმა.

ექსპერტები SolarWinds-ის გატეხვას ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და დახვეწილ კიბერთავდასხმად აფასებენ ისტორიაში.მოსკოვი უარყოფს თავდასხმაში მონაწილეობას - 14 დეკემბრით დათარიღებულ განცხადებაში ის ამბობს, რომ რუსეთი "არ ახორციელებს თავდასხმით ოპერაციებს კიბერსფეროში".

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის თქმით, მან სატელეფონო საუბარში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი გააფრთხილა, რომ აშშ-ის ახალი ადმინისტრაციის პასუხი იქნება "აშშ-ის ინტერესების მტკიცე დაცვა, რუსეთის მიერ გადადგმულ იმ ნაბიჯებთან მიმართებით, რომლებსაც ზიანი მოაქვთ ჩვენთვის და ჩვენი მოკავშირეებისთვის". ბლინკენი ამ განცხადებით მიმდინარე თვეში გამოვიდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები