Accentnews.ge
მაკრონი ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდებს, ვაქცინების 4-5% განვითარებად ქვეყნებს დაუყოვნებლივ გაუგზავნონ

მაკრონი ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდებს, ვაქცინების 4-5% განვითარებად ქვეყნებს დაუყოვნებლივ გაუგზავნონ

19/02/2021 06:33:00 მსოფლიო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდებს, შეძენილი კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების 4-5% დაუყოვნებლივ გაუგზავნონ განვითარებად ქვეყნებს.

“ჩვენ არ ვსაუბრობთ მილიარდობით დოზის ან მილიარდობით ევროს დაუყოვნებლივ გამოყოფაზე. საქმე ეხება იმ დოზების 4-5% სწრაფად გამოყოფას, რომელიც ჩვენ გვაქვს. თითოეულმა ქვეყანამ უნდა გამოყოს კუთვნილი დოზების მცირე რაოდენობა, მაგრამ ძალიან სწრაფად,”- განაცხადა ემანუელ მაკრონმა Financial Times- თან ინტერვიუში.

მისივე თქმით, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი მხარს უჭერს ვაქცინის გაზიარების ინიციატივას და იმედი გამოთქვა, რომ მას აშშ-ის მხარდაჭერაც ექნება.

შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. მდიდარი ქვეყნების უმეტესობას ვაქცინის საჭირო დოზაზე ბევრად მეტი აქვს შეძენილი მაშინ, როცა განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში მედიკოსებს ვერ უკეთებენ ვაქცინას. საქართველოში ვაქცინაციის პროცესის დაწყებას თებერვლის ბოლოდან ვარაუდობენ..

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 110 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 110 840 989 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 452 623 ადამიანი იმსხვერპლა. 85 789 524 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 267 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 260 266 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 399 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S