ისრაელში ჩატარებული კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინამ პირველი დოზით აცრის შემდეგ 85%–იანი ეფექტიანობა აჩვენა
19/02/2021 05:54:27 მსოფლიო
ისრაელში ჩატარებული კვლევის თანახმად, Pfizer/BioNTech-ის ვაქცინამ პირველი დოზით აცრის შემდეგ 85%–იანი ეფექტიანობა აჩვენა. შესაბამისი კვლევა შებას სამედიცინო ცენტრის მეცნიერებმა ჩაატარეს.
სპეციალისტების ვარაუდობენ, რომ კვლევის შედეგებმა შესაძლოა, განაახლოს დებატები Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის პირველ და მეორე ზოდებს შორის დადგენილი შუალედის (21 დღე) გახანგრძლივების თაობაზე, რადგან პირველი დოზით, რაც შეიძლება მეტი ადამიანი აცრან.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოში კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესი 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს. საქართველოში აღნიშნულის დაწყებას თებერვლის ბოლოდან ვარაუდობენ..
ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 110 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 110 840 989 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 452 623 ადამიანი იმსხვერპლა. 85 789 524 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.
რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 267 313 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 260 266 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 399 გარდაიცვალა.


