აშშ-მა ბელარუსის წინააღმდეგ სანქციები გააფართოვა
19/02/2021 05:17:21 მსოფლიო
აშშ-მა ბელარუსის 43 მოქალაქეს, მათ შორის სასამართლოს მაღალჩინოსნებსა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებს, სავიზო შეზღუდვები დაუწესა.
"შეერთებული შტატები განაგრძობს საერთაშორისო მცდელობებს, ხელი შეუწყოს ბელარუსში საარჩევნო დარღვევების, ადამიანის უფლებების დარღვევებისა და არჩევნების შემდეგ განხორციელებული სადამსჯელო ღონისძიებების დამოუკიდებელ გამოძიებას,” - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ანტონი ბლინკენმა.
აშშ სანქცირებული პირების სიას არ ასაჯაროვებს, თუმცა, ცნობილია, რომ მათ შორის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლები და ხელმძღვანელი პირები არიან, რომლებსაც სახელმწიფო დეპარტამენტი მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავებასა და შეურაცხყოფაში ადანაშაულებს.
შეგახსენებთ, მანამდე აშშ-მა სანქციები ბელარუსის 66 მაღალჩინოსანს დაუწესა.


