სტოლტენბერგი - თურქეთს: “С-400 ნატო-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში ვერ ინტეგრირდება”
17/02/2021 17:44:05 მსოფლიო
ნატო-მ თურქეთის წინაშე შეშფოთება გამოხატა ანკარის მიერ რუსული საზენიტო სარაკეტო კომპლექსების – С-400-ის შეძენის გამო. ალიანსის აზრით, ეს სისტემები ნატო-ს მოკავშირეთათვის საფრთხეს წარმოადგენს.
"სხვა 29 მოკავშირის მსგავსად, მკაფიოდ გამოვხატე თურქეთის წინაშე ჩემი შეშფოთება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით. არსებობს ალტერნატივები, როგორიცაა, მაგალითად, ევროპული სისტემა SAMP/T-System ან ამერიკული Patriot. ჩვენ გადაწყვეტილებაზე ვმუშაობთ, თუმცა წინ ჯერ-ჯერობით ვერ წავიწიეთ", - განაცხადა ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანულ გამოცემა Suddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში.
მისივე თქმით, “ნათელია ერთი რამ - С-400 ვერ ინტეგრირდება ნატო-ს ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში, რადგან წარმოადგენს საფრთხეს მოკავშირეების თვითმფრინავებისთვის”.
რუსეთის მიერ თურქეთისთვის ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემა С-400-ის მიწოდებაზე ორმხრივი კონტრაქტი 2017 წელს გაფორმდა. თურქეთი პირველია ნატო-ს წევრ ქვეყნებს შორის, რომელმაც რუსეთისგან ეს სისტემები შეიძინა. ანკარის ამ გადაწყვეტილებამ აშშ-ისა და მთლიანად ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მკვეთრად უარყოფითი რეაქცია გამოიწვია. ვაშიმგტონმა თურქეთი ამერიკულ ბომბდამშენ F-35-ის წარმოების პროგრამიდან გარიცხა და სანქციებითაც დაემუქრა, თუმცა ისინი ჯერ-ჯერობით არ შემოუღია.


