Accentnews.ge
ესტონეთის დაზვერვა: “რუსეთი ნატო-სთან მასშტაბური კონფლიქტისთვის ემზადება”

ესტონეთის დაზვერვა: “რუსეთი ნატო-სთან მასშტაბური კონფლიქტისთვის ემზადება”

17/02/2021 16:48:24 მსოფლიო

ესტონეთის საგარეო დაზვერვის განცხადებით, კორონავირუსული პანდემიის მიუხედავად, რუსეთი დასავლეთ მიმართულებით ახალი დივიზიების ფორმირებასა და სარაკეტო შეიარაღების მოდერნიზება-განთავსებას განაგრძობს.

როგორც ესტონეთის საგარეო დაზვერვის დეპარტამენტის (Välisluureamet/VLA) ყოველწლიურ მოხსენებაშია აღნიშნული, მთელი გასული წლის განმავლობაში რუსულ არმიაში კორონავირუსი ფართოდ ვრცელდებოდა, რასაც საზოგადოებას უმალავდნენ, ოფიცერთა უმაღლეს შემადგენლობაში იყვნენ ინფიცირებულებიც და გარდაცვლილებიც, თუმცა მთლიანობაში, ეს რუსეთის შეიარაღებული ძალების სამხედრო პოტენციალის მნიშვნელოვან სახეობებსა და ზოგად განვითარებაზე არ ასახულა.

დეპარტამენტის შეფასებით, ამ დრომდე არავითარი ნიშანი არ არსებობს იმისა, რომ რუსეთი ცვლის თავის გრძელვადიან სტრატეგიას, რომელიც ნატო-სთან სრულმასშტაბიანი დაპირისპირებისთვის მზაობის ზრდაში მდგომარეობს.

"კვლავინდებურად სახეზეა, რომ რუსეთისთვის ამ სფეროში პირველხარისხოვანი მნიშვნელობა ენიჭება ძალთა რეგიონული უპირატესობის ზრდას როგორც ჯარების წარმოდგენილობის, ისე სარაკეტო შეიარაღების მოდერნიზება-განთავსების თვალსაზრისით” – ნათქვამია მოხსენებაში.

როგორც VLA აღნიშნავს, კალინინგრადის მხარეში 2019 წელს ახალი სატანკო პოლკი ჩამოყალიბდა, ხოლო გასულ წელს – ახალი მოტომსროლელი დივიზია, რომელიც რიგით მეშვიდეა ბოლო 7 წლის განმავლობაში რუსეთის მიერ დასავლეთ მიმართულებაზე ჩამოყალიბებულთა შორის. პარალელურად კი ფინური სრუტეს სანაპიროზე მოქმედების 120-კმ-იანი სიშორის მქონე სანაპირო დაცვის სარაკეტო სისტემა “ბალის” განთავსება გრძელდება.

გარდა ამისა, რუსეთში საჰაერო-სადესანტო ჯარების რეფორმა ხორციელდება, რათა შესაბამისი ქვედანაყოფები სამომავლოდ მზად იყვნენ საბრძოლო ამოცანების მთელი სპექტრის შესასრულებლად – დაწყებული ლოკალური კონფლიქტებით, დამთავრებული მასშტაბური ომით, რომელიც ტადიციული საშუალებების გამოყენებით წარმოებს.

"რუსეთი ცდილობს, არ დაუშვას ევროპაში ამერიკული სარაკეტო შეიარაღების განთავსება და ამასთან დაკავშირებული ძალთა პარიტეტი. რუსეთის ხელმძღვანელობა კვალვინდებურად შეშფოთებულია ევროპაში ამერიკული რაკიტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემა Aegis Ashore-ის ინფრასტრუქტურით, ვინაიდან მოსკოვის აზრით, რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა ხელს უშლის მას, ნატო-ს ბირთვული შეტევით დაემუქროს", - ნათქვამია მოხსენებაში.

გარდა ამისა, საპირისპიროს დეკლარირების მიუხედავად, გასულ წელს რუსეთი განაგრძობდა დასავლეთ სამხედრო ოლქში უწინდელი მოცულობით წვრთნებსა და სადაზვერვო ფრენებს. წელს ასევეა მოსალოდნელი ევროპულ მიმართულებაზე მასშტაბური სწავლება "დასავლეთი 2021"-ის ჩატარება, რომლის ფაგლებშიც, როგორც წესი, ბალტიის ზღვის მიდამოებში ნატო-სთან ომი მუშავდება, - ნათქვამია მოხსენებაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S