"ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს
17/02/2021 15:55:41 პოლიტიკა, საზოგადოება
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისთან შეშა და კასრები მიიტანეს. როგორც ენმ–ის წევრები განმარტავენ, შეშა ადგილზე მისულ მხარდამჭერთა გასათბობად სჭირდებათ.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში ენმ–ის თავმჯდომარის ნიკა მელიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
სახელმწიფო ბრალდება ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 40 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლას ითხოვს. დაცვის მხარე კი აცხადებს, რომ ნიკა მელია აღკვეთის ღონისძიების გარეშე უნდა დარჩეს.
სასამართლო პროცესს არ ესწრება ნიკა მელია. იგი პროცესს თვალს ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად ენმ–ის ოფისიდან ადევნებს.


