Accentnews.ge
ფაუჩი: "კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლოა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო"

ფაუჩი: "კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლოა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო"

17/02/2021 09:21:30 მსოფლიო

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორის ენტონი ფაუჩის განცხადებით, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა შესაძლოა, ყოველწლიურად გახდეს საჭირო.

"გრიპის ვაქცინის მსგავსად, შესაძლოა, კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინით აცრა მოქალაქეს ყოველ წელს დასჭირდეს", – განაცხადა ფაუჩიმ.

მისივე თქმით, სრულიად შესაძლებელია, რომ მეცნიერები უკვე მუშაობდნენ Covid-19 ​–ის უნივერსალურ ვაქცინაზე, რომელიც ვირუსის ყველა სახეობას ეფექტურად გაუმკლავდება.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 110 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 110 035 725 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 429 822 ადამიანი იმსხვერპლა. 84 865 059 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 266 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 259 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 377 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S