აშშ-ში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა
17/02/2021 06:17:30 მსოფლიო
აშშ-ში დიდთოვლობას მსხვერპლი მოჰყვა. ძლიერი ყინვა და დიდთოვლობაა მათ შორის იმ შტატებშიც, რომლებსაც ცივი ზამთარი არ ახასიათებთ. ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ვარდნის და დიდთოვლობით გზებზე შექმნილი რთული ვითარების გამო, სულ მცირე, 21 ადამიანი დაიღუპა.
ელექტროენერგიის გარეშე დარჩა 4 მილიონზე მეტი ადამიანი, მათგან 2 მილიონი ტეხასის შტატში.
უამინდობამ მოიცვა ალაბამა, ტენესი, მისისიპი, არკანზასი, ილინოისი, ინდიანა, ლუიზიანა და სხვა შტატები. ზოგიერთ რაიონში ჰაერის ტემპერატურა მინუს 21 გრადუსამდე დაეცა. შეფერხებულია საავტომობილო და საჰაერო მიმოსვლა.


