Accentnews.ge
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები შემცირდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები შემცირდა

17/02/2021 06:07:58 მსოფლიო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ცნობით, მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევები შემცირდა. როგორც ჯანმო–ში აცხადებენ, გასული 7 დღის განმავლობაში ინფიცირების 2.7 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც წინა კვირასთან შედარებით 16%-ით ნაკლებია.

ამასთან, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, 8-15 თებერვლის პერიოდში COVID-19-ით გარდაიცვალა 81 000 ადამიანი. აღნიშნული მაჩვენებელი წინა კვირასთან შედარებით,10%-ით არის შემცირებული.

გასული კვირის განმავლობაში, კორონავირუსის ყველაზე მეტი – 673 000-მდე შემთხვევა აშშ-ში დადასტურდა. მეორე ადგილზე ბრაზილიაა, სადაც ერთ კვირაში, სულ მცირე, 318 000 ადამიანი დაინფიცირდა. კვირის განმავლობაში აღრიცხული შემთხვევების რაოდენობით - 127 000–ზე მეტი, მესამე ადგილზე საფრანგეთია.

ცნობისთვის: მსოფლიოში კოვიდ–ინფიცირებულთა რაოდენობამ 110 მილიონს გადააჭარბა. ბოლო ოფიციალური მონაცემებით, დადასტურებულია ინფიცირების 110 035 725 შემთხვევა. გლობალური მასშტაბით კორონავირუსმა 2 429 822 ადამიანი იმსხვერპლა. 84 865 059 დაავადებული კი გამოჯანმრთელდა. სპეციალისტები მოქალაქეებს სამი ძირითადი წესის დაცვისკენ მოუწოდებენ. ესენია: პირბადის ტარება, სოციალური დისტანციის დაცვა და ხელების ხშირი დაბანა.

რაც შეეხება საქართველოს, უკანასკნელი ოფიციალური მონაცემებით, საერთო ჯამში, ქვეყანაში კოვიდ-ინფიცირების 266 462 შემთხვევაა გამოვლენილი, მათ შორის 259 228 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 3 377 გარდაიცვალა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S