Accentnews.ge
ირანმა და რუსეთმა ინდოეთის ოკეანეში ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

ირანმა და რუსეთმა ინდოეთის ოკეანეში ერთობლივი სამხედრო წვრთნა დაიწყეს

16/02/2021 21:18:15 მსოფლიო

ირანმა და რუსეთმა ინდოეთის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში ერთობლივი სამხედრო-საზღვაო წვრთნა დაიწყეს,– იუწყება ირანული მედია.

სახელმწიფო ტელევიზიის ცნობით, წვრთნა – „უსაფრთხოების საზღვაო სარტყელი“ მოიცავს 17 ათას კვადრატულ კილომეტრს და მასში მონაწილეობას იღებენ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალები, ისლამური რევოლუციის სამხედრო-საზღვაო ძალები და რუსეთის სამხედრო-საზღვაო ძალები.

ირანის კონტრ-ადმირალმა ღოლამრეზა ტაჰანიმ განაცხადა, რომ წვრთნის მიზანია, „გაზარდოს საერთაშორისო საზღვაო ვაჭრობის უსაფრთხოება, დაუპირისპირდეს საზღვაო მეკობრეობას და ტერორიზმს და ხელი შეუწყოს ინფორმაციის გაცვლას.“

წვრთნას ინდოეთის სამხედრო-საზღვაო ძალებიც შეუერთდებიან „მეზობელი და რეგიონის წევრი ქვეყნებისთვის“ მშვიდობისთვის, თქვა ტაჰანიმ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S