Accentnews.ge
აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ თავდასხმას მსხვერპლი მოჰყვა

16/02/2021 13:58:33 მსოფლიო

ერაყის ჩრდილოეთით მდებარე აშშ-ის სამხედრო ბაზაზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ცხრა დაშავდა,– იუწყება „როიტერი“.

აშშ-ის მეთაურობით მოქმედი კოალიციის პრეს–სპიკერის თქმით, გარდაცვლილია სამოქალაქო კონტრაქტორი. დაშავებულთა შორისაც რვა სამოქალაქო კონტრაქტორია, ერთი აშშ-ის სამსახურის წევრი. მისი განცხადებით, თავდასხმა ერბილის საერთაშორისო აეროპორტთან ახლოს მოხდა. სამი 107 მმ სიგრძის რაკეტა სამხედრო საჰაერო ბაზის შიგნით დაეცა.

როგორც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, აშშ თავდასხმით „აღშფოთებულია“. ბლინკენის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის ქურთისტანის რეგიონული მთავრობის პრემიერ-მინისტრს დაუკავშირდა და თავდასხმის გამოძიებასა და პასუხისმგებელი პირების გამოვლენაში მხარდაჭერა გამოუცხადა.

მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა დაჯგუფებამ აიღო, რომელიც საკუთარ თავს „სარაია ავლია ალ-დამ“-ს უწოდებს. მათი თქმით, თავდასხმა ერაყში „ამერიკული ოკუპაციის“ წინააღმდეგ იყო მიმართული.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S