Accentnews.ge
აშშ-ის კონგრესი კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის ფაქტის გამოსაძიებლად დამოუკიდებელ კომისიას შექმნის

აშშ-ის კონგრესი კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის ფაქტის გამოსაძიებლად დამოუკიდებელ კომისიას შექმნის

16/02/2021 05:12:29 მსოფლიო

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი აცხადებს, რომ კონგრესი შექმნის დამოუკიდებელ კომისიას, რომელიც 2021 წლის 6 იანვარს ექს–პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მომხრეების მიერ კაპიტოლიუმის შენობაზე თავდასხმის ფაქტს გამოიძიებს.

“უნდა გავიგოთ სიმართლე“,- წერს პელოსი კანონმდებლებისთვის გაგზავნილ წერილში.

მისივე თქმით, კომისია 2001 წლის 11 სექტემბრის თავდასხმების გამოძიების მიზნით შექმნილი კომისიის მსგავსი იქნება.

ცნობისთვის: აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გაამართლა და ძალადობის წახალისებაში ბრალდებულად არ სცნო, თუმცა „დემოკრატმა“ და ზოგიერთმა „რესპუბლიკელმა“ კონგრესმენმა მხარი დაუჭირეს კაპიტოლიუმის შენობაზე მომხდარი თავდასხმის დამოუკიდებელი გამოძიების ჩატარებას.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S