Accentnews.ge
საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდ-პასპორტის მქონე მოქალაქეების მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდ-პასპორტის მქონე მოქალაქეების მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს

16/02/2021 04:41:14 მსოფლიო

საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდ-პასპორტის მქონე მოქალაქეებისთვის სამ ქვეყანას შორის მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმებას, რომელიც ტურიზმის ხელშეწყობას ისახავს მიზნად სამივე ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა მოაწერეს ხელი.

დოკუმენტი ძალაში პირველი აპრილიდან შევა. მოგზაურობას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ. აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც ევროკავშირის მიერ დამტკიცებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინაცია ჩაიტარეს, ერთმანეთთან გამგზავრებისთვის PCR ტესტის გაკეთება არ მოეთხოვებათ და იქ ჩასვლის შემდეგ არც კარანტინის გავლა მოუწევთ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S