ჯანმო: "კონგოსა და გვინეაში "ებოლას" აფეთქება რეგიონულ საფრთხეს წარმოადგენს"
15/02/2021 18:55:46 მსოფლიო
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორის მაიკლ რაიანის განცხადებით, "კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და გვინეაში "ებოლას" აფეთქება რეგიონულ საფრთხეს წარმოადგენს".
"ებოლას" გავრცელება საფრთხეს ქმნის, რაც განსაკუთრებულ სიფხიზლეს მოითხოვს", – დასძინა რაიანმა.
მისივე თქმით, კონგოში ვირუსის ხელახალი გავრცელება 7 თებერვლიდან მიმდინარეობს. 15 თებერვლიდან ჯანმო–მ ქვეყანაში "ებოლას" საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო. 14 თებერვალს დაავადების გავრცელების შესახებ გვინეამაც განაცხადა, სადაც ბოლო ოფიციალური მონაცემებით, ვირუსს უკვე 3 ადამიანი ემსხვერპლა.
"ებოლას" ვირუსის ძირიტადი სიმპტომები ძლიერ ღებინება და დიარეაა. დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში ფატალური შედეგი დგება. "ებოლა" სხეულის სითხეებთან (სისხლი, ლორწო) პირდაპირი ან დაუცველი კონტაქტით ვრცელდება.


