თურქეთში აშშ–ის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს
15/02/2021 17:33:30 მსოფლიო
თურქეთში აშშ–ის ელჩი საგარეო უწყებაში დაიბარეს. როგორც თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, დიპლომატს ვაშინგტონის განცხადების თაობაზე ანკარას "მკაფიო პოზიციას" გააცნობენ.
მანამდე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა აშშ ქურთი მებრძოლების მხარდაჭერაში დაადანაშაულა.
მისი თქმით, ვაშინგტონი მხარს უჭერს იმ ძალებს, რომლებმაც "ერაყში 13 თურქი სამხედრო და პოლიციელი მოკლეს".
"ვაშინგტონის განცხადება სახუმარო იყო. თუ NATO–ში ერთად ვართ და ვაგრძელებთ ერთობას, მაშინ მოგვექეცით სათანადოდ – დადექით ჩვენს გვერდით და არა ტერორისტების გვერდით", – მიმართა ერდოღანმა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს.
ცნობისთვის: თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ შესაბამის განცხადებაში ნათქვამია, რომ „აშშ გმობს მკველელობის ფაქტს თუ ცნობები, რომ "ქურთ მუშათა პარტია" ამ დანაშაულის უკან დგას, დადასტურდება.“


